მეცხრე დღე იყო ტრენინგის ბოლო დღე. ტრენერმა ბოლო მითითებები მოგვცა, რისთვისაც მას დიდ მადლობას მოვახსენებ.ინტელის ტრენინგი მართლაც რომ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ აქ მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.
ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი
პროექტებით სწავლება
Thursday, July 16, 2015
Wednesday, July 15, 2015
მერვე დღის რეფლექსია
მერვე დღეს შევაჯამეთ წინა მასალა ,დავასრულეთ პრეზენტაცია და შევქმენით პროექტის პორტფოლიო,რომელიც განვათავსეთ ბლოგზე და გუგლ დრაივზე, შემდეგ მოვისმინეთ მასწავლებელთა პრეზენტაციები და გავაკეთეთ შეფასებები.
Tuesday, July 14, 2015
მეშვიდე დღის რეფლექსია
განვიხილეთ მოსწავავლის პრეზენტაციის ნამუშევრები.წავიკითხეთ ერთმანეთის დაწერილი სასწავლო პროცედურები,გავაკეთეთ კომენტარები.განვიხილეთ და შევავსეთ შეფასების რუბრიკა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და მივიღეთ დავალება მოვამზადოთ მასწავლებლის პრეზენტაცია.
Sunday, July 12, 2015
მეხუთე დღის რეფლექსია
მეხუთე დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.გავეცანით საავტორო უფლებებს.მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომისათვის შევარჩიეთ მასალები. გავიხსენეთ პრეზენტაციის ფორმები.მივიღეთ მომავალი სამუშაო დღისთვის დავალება.
Wednesday, July 8, 2015
მეოთხე დღის რეფლექსია
მეოთხე დღე დავიწყეთ განვლილის გამეორებით. გავეცანით დროის ჩარჩოს შედგენას, გუგლი დრაივის წარმოებასა და ახალი ფაილის შექმნას ვირტუალურ დისკზე.
Tuesday, July 7, 2015
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა:
- რატომ არის ჯანსაღი კვება მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის?
თემატური კითხვა:
- რა ადგილი უკავია ჯანსაღ კვებას ადამიანის ცხოვრებაში?
- რას იწვევს არაჯანსაღი კვება?
შინაარსობრივი კითხვები:
- დაასახელეთ საკვები პროდუქტები გერმანულ ენაზე;
- რომელ ლექსიკურ სიტყვებს იყენებთ ხილისა და ბოსტნეულის აღწერის დროს?
- რომელ გრამატიკულ დროს იყენებთ ესსეს დასაწერად?
Subscribe to:
Posts (Atom)